სულ ასე რად ჩანს სოფელი - მინდვრად გადაშლილ ჭოლოფად, ხან თავზე ვარდებს დაგაყრის, ხან გაგირთულებს ჭრილობას... მისი მცირედი წყალობა, ხან ყვავის ჩხავილს მოისმენ, ხან კიდევ შაშვის გალობას. როს ტოვებ მხარეს მზიანსა, სიყრმიდან განუშორებელ მეგობრებს თავაზიანსა. მინდვრად გადაშლილ იასა, ერთხელ ხომ უნდა მივადგეთ - სამარის კარსა ღიასა. არის მუდმივი ალაგი, იმათი მყუდრო სავანე და ჩვენი ძვალშესალაგი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |