ვხედავ შენს წალკოტში ლურჯად რომ აშუქებს - ო, რა მიმზიდველი ნაზი იებია, მაგრამ შენ იმათგან ერთიც არ მაჩუქე, მაინც არ გემდური, მიპატიებია! თვალები, თვალები გიშრის მძივებია, ახლოს არ მოდიხარ, გულში რომ ჩაგიკრა, მაინც ვერ გიმეტებ, მიპატიებია! და სულიც ლოდინში შემომციებია, ხომ ვიცი, ო, ვიცი აღარ გამიღიმებ, ეს უღვთო თამაშიც მიპატიებია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |