კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 20:02

 

 

 

რა ლამაზად გადაშლილხარ,

გულიც კოხტად გაგიღია,

ირგვლივ აფრქვევ უცხო ფერებს,

სურნელებით ათრობ ნიავს...

ვინც შეგხედავს - ტყვეა შენი

და თვალები რჩება ღია,

შენი ეშხით გულდამწვარი

ბულბულებიც ცრემლსა ღვრიან!

- ეჰ, რად მინდა რომ დროებით

თუნდ სამოთხეც იყოს ღია,

წუთით ლხენა-გართობაში

არაფერიც არა ყრია.

ვინც მოსულა, ისევ მიდის,

ზოგს ფრთებიც ვერ გაუშლია,

ამ ქვეყნიდან ჯერ არავის

არაფერი წაუღია!

- მაშინ იამ რა უნდა თქვას,

იმ პატარა, ნაზმა იამ,

კოკრები რომ უჩანს მხოლოდ

და გაშლა ვერ მოუსწრია.

დგას ჩუმად და დამორცხვებულს

თვალიც კი ვერ გაუღია,

არც ჩიტები უგალობენ,

არც ფუტკრები ეხვევიან.

- ეჰ, სანამდე კოკრად ჩანხარ,

ეს დრო შენი სიცოცხლეა,

მიწაც თბილად გიალერსებს,

ირგვლივ ტყე და გარეთ მზეა...

ასე არის ეს ცხოვრება,

ხან მწარე და ხან ტკბილია,

არ გაშლილახარ, გაშლა გინდა,

გაიშლები - სიკვდილია!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ