ახლა ციდან თოვლი ცვივა და ეს სივრცე ვაშლის ხეთა, ატმის ხეთა თეთრ ბაღნარად მეჩვენება. თოვს თუ შენი თეთრი კაბის შრიალს ვისმენ, მსურს ამ თოვლში წამით კორდზე შეჩერება. ხენი თრთიან, - ფერხთ გვეგება თბილი თოვლი, თეთრი ფიფქი ფარავს ირგვლივ მინდვრის ხაოს... მენატრება ლურჯი ფერი და გთხოვ თრთოლვით - შენს თვალებში ჩამახედე ახლოს, ახლოს... და რომ აღარ დაგვეფანტოს ქარში ფიქრი, რომ ამ თოვლში ჩვენც სინათლის სხივით ვთრთოდეთ, ვაშლის ხისებრ შევიფოთლოთ თეთრი ფიფქით, ოღონდ სულში სიყვარულიც ასე თოვდეს. ამ ცისა და მიწის იქით სად წაიღებს ჩვენს გულისთქმას თოვლის ფიფქი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |