კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:03

 

 

 

მოჩანს ვენახი, ვით ლურჯი ტბა ტანდაყურსული,

ბალახზე დარჩა მზის ყვითელი ნაფეხურები.

მიჭრიალებენ დატვირთული გზაზე ურმები

და ჭალებისკენ წერო მიფრენს ფრთებდაწურული...

დაგორავს ქარში მხიარული ხმები ურმულის,

მთიდან მწყემსები ჩამოდიან სალამურებით...

მერე უსტვენენ შებოლილი საკვამურები

და ცაზე ჩნდება ვარსკვლავების თეთრი ლურსმული.

კაკლის ტოტებში გახირულა ჩალის ფურცელი,

მთვარე მარანზე დამხობილა ვით ვერცხლის ჯამი

და ორღობეებს ავსებს ახალ მაჭრის სურნელი.

სადღაც ბინდ-ბუნდში სათონიდან გამოკრთის ალი,

სადღაც მუხისქვეშ იგვიანებს ახლა ვახშამი

და გზაზე მიდის კოკით ხელში მეზობლის ქალი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ