მიწა აფუვდა და დაიძრა როგორც ღრუბელი, - იისფერ წყალში მისცურავენ თითქოს სერები... მივყვები მინდვრებს ანთებული თეთრ საბურველით, ნეტა ქალაქში ჩემს პოეტებს. თუ ვახსენდები?! და ნახნავებში ახალ კილოს დავეძებ ბედად, - რომ ერთი ჰანგი დამრჩეს მწველი, როგორც ურმული, როგორც მიმღერა მე აკვანში პირველად დედამ. თქვენ რად გამწირეთ, მიმატოვეთ, ძმებო, მგოსნებო! დადექით ჩემთან პურის მკაში, ცხელ თაკარაში, განა ცოტაა ამ მხარეში დღეს საოცნებო!.. და თვითონ ვნახე, განძი ოდითგან საიმედოდ გადანახული. ვის რა გულიც აქვს, რა მკლავიც აქვს, შრომა თვით ამხელს. ვის უნდა ლექსი, თუ არა დუღს მზით გაზაფხულის?! მწარე წვიმაში, გავინაწილოთ გლეხის შრომა მინდვრებში ერთად. ამ ცხელ მიწაზე ჩვენს ნაფეხურს ჟამი ვით წაშლის, ფეთქავს აპრილი და ედება მიდამოს თეთრად. და ხრამის წყალში ელვას აჩენს ჭრელი კალმახი, მინდვრებს ფუტკარი შესევია გახარებული, - მე რომ ყანა ვნა, პოეტებო, რაა საძრახი? ჩიტების ხმაშიც ახალ კილოს დავეძებ ბედად, რომ ერთი ჰანგი დამრჩეს მწველი, როგორც ურმული, როგორც მიმღერა მე აკვანში პირველად დედამ!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |