კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:07

 

 

 

ახლა გლეხები კვამლით ამწვარ ახოებს ტეხენ,

მხრებზე ადნებათ მანანებად ღრუბლის ხვეული...

შოთი პურივით აფუებულ ყამირებს ხევენ

და ჭალა-ჭალა მიირხევა ხმა გუთნეულის...

ახლა შრიალით ტყეში მიწას სჭრის მუხის ფესვი,

ჩიტებმა ხავსი შემოკორტნეს ნისკარტით ხეხილს.

პოეტმაც უნდა გულს შოთივით მოხიოს ლექსი,

რომ ცეცხლს კვესავდეს, - 

როგორც კვესავს კლდეებზე მეხი...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ