ჩვენი ეზოს ჭიშკარი, - კარი მუდამ ჭრიალა, ცაზე კენტი ვარსკვლავი გარჩენილი ტიალად. გზებზე მიმოფანტული შემოდგომის ჭირხლივით... მხიარული თვალები, ნაღვლიანი გიტარა. ჩიტისგულა ბავშვობა, აწ რომ ვერ ვეღირსები. ტყეებს შეფარებული ჩემი თეთრი გუგული. კრუხ-წიწილას წიაქით დედა გახარებული. მე ყოყოჩა ყვინჩილა, - ხმალი ამოღებული. ნაღვლიანი თვალები, მხიარული გიტარა. მოჩითული მინდვრები, ფერი ნაირ-ნაირი. ჩემი თეთრი სიმღერა, ჩემი თავდავიწყება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |