გულზე დამეცა სხივი შრიალით - ირმის ნახტომი გარჩა ცის ტატნობს... არაგვმა იცის ქარიშხლიანი ლექსი - როგორიც უყვარდა ტატოს! ფრთამოქნეული სტრიქონის ელვა, ეს ვარსკვლავების თეთრი ჩარდახი სულში ჩამოწვა დამთუთქველ ღველფად. ვდგავარ და პეშვით ვხვრიპავ სიმწვანეს, მოდი, დამფერფლე როგორც საკირე, ოღონდაც ჩემი თრთოლვა იწამე. ლექსი - როგორიც უყვარდა ტატოს, მთებში ჩავიდა მთვარე შრიალით და თეთრი სხივი გარჩა ცის ტატნობს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |