სადილის ბოლოს დიდი საზამთრო შემოიტანეს. და მაშინ ერთმა მოკამათემ ქვეყნად არსთა განრიგებაზე საუბარი შეწყვიტა უცებ, აკრიფა თავის დანა-ჩანგალი, გამოსჭრა ხვრელი საზამთროში აკურატულად, სასწრაფოდ შეძვრა ტკბილ სიგრილეში... და შემდეგ, თუმცა ბევრი უძახეს ის საზამთროდან აღარასდროს არ გამოსულა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |