ღამეულ მდევრებს გამოქცეული ამ დათოვლილი ხეების ბაღში შემოვარდა ის ქალი ბოლოს... არავინ იცის, რა იქნა მერე. მაგრამ ჩვენ, მოდით, აგერ იმ ბუჩქს იასამნისას ნუ ვაწყენინებთ, ბაღის კუთხეში რომ განაბულა და დიდ ფანტელთა გაბმულ თოვაში გულუბრყვილოდ ყვავის და ყვავის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |