... და როდესაც მიმოვიხედეთ ყველაგან, ყველაფერს უკვე თავისი ნომერი ჰქონდა. ყოველივე იყო დათვლილი გაზომილი და აღრიცხული: მთები მიწაზე, ღრუბლები ცაში, წვიმები და ზოლები ვეფხვზე, წონა მთვარისა და ნაღვლიანი რომ უყეფს მთვარეს იმ ძაღლის ყეფის ზუსტი სიხშირეც - მეგაჰერცებში... კაბინეტში კი ფორმულებით გარშემოტყმული იჯდა წყნარად ადამიანი და მისი სული დანომრილი, გახვეული მტვრიან პალტოში მტვრიან წინკარში ობლად ეკიდა... მე უეცრად ავტირდი მაშინ. ვტიროდი დიდხანს... დიდხანს ვტიროდი და მიხაროდა, რომ არავინ არ ითვლიდა ჩემს თვალზე ცრემლებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |