კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:43

 

 

 

გუშინ ზოომაღაზიაში

მოხდა დიდი უბედურება:

ხმა დაკარგა პატარა ჩიტმა.

ჰოი, როგორ ეხეთქებოდა გალიის ბადეს,

სიკვდილი სურდა...

დაიქანცა,

ზის ნაღვლიანი

და პაწია პირს ამაოდ აღებს...

ვერასოდეს ვეღარ იმღერებს

პატარა ჩიტი...

ნოქარმა გამგეს მოახსენა

ჩიტის ამბავი.

გამგემ უსმინა,

უკმაყოფილოდ მოკუმა პირი.

ბევრი იფიქრა,

ტელეფონით ვიღაცეებს დაუკავშირდა,

გადაქექა დიდი დავთრები და წესდებები.

ცნობარებში ასო ჩ-ზე ჩიტი ეძება...

და მერე გასცა განკარგულება.

დაუქნია ნოქარმა თავი,

გამოვიდა კაბინეტიდან,

ფანქრის წვერი

საქმიანად ჩაიდო პირში

ენა გაუსვა...

ჩამოიღო ჩიტის გალია

და იარლიყზე

"5 მანეთი"

"4 მანეთად"

გადაასწორა.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ