კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 01:46

 

 

 

ვის ებრალება ყვავილის

გვალვით მიმჭკნარი ნოხები,

სასაკლაოსთან ბღავილით

მიქუჩებული ძროხები;

ვის ეცოდება ტანწვრილი

წყაწაღებული თელები,

ან უიმედოდ გაწვდილი

ქალის უმწეო ხელები.

შეეცოდება განა ვის,

მიტოვებული სოფლები,

მოინაკლისებს არავინ

მოლაღურს ვეღარ მოფრენილს.

ვის ებრალება ზიარად

გზაზე მოკლული ქედნები,

სულ მუდამ გზისკენ მზირალი,

შვილის ნატრული დედები.

გაციებული ბუხრები,

ხერთვისი, ოშკი, კვეტარი,

ზეზე გამხმარო მუხებო,

ვის ეცოდებით ნეტავი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ