კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 01:46

 

 

 

კინკიბურაზე ჰკიდია

თუთის ფოთოლი უღონო

ეს ბინდისფერი ნისლია

მთაზე რომ გაწვა უგონოდ,

დამძიმებული ნისლები

ცაში სკდებიან ნაღმებად,

მარტის დღესავით ვიცვლები

და ერთიორად ვმაღლდები.

როცა ცა არის მაღალი

უკიდეგანოდ უსაზღვრო,

ღრუბლები ღანღალ-ღანღალით

ხევში დადიან უაზროდ.

იცვალებადებს აპრილი,

მოვლენ ჟუჟუნა წვიმები,

ხევს გამოტოპავს ტანწვრილი

ვერხვი შიშველი წვივებით.

გასათუთდება ტყეველი

ამღერდებიან ალვები,

სიცოცხლე შეულეველნი

სულ მუდამ სალმიანები.

მზით ამევსება პეშვები

მზეში დადნება მყინვარი,

მეც მზეში გადავეშვები

ხარ ირემივით მყვირალი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ