კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 01:32

 

 

 

სანამ ჩემს ირგვლივ დგანან

მზესუმზირები კდემით

დამავიწყდება განა,

გორისციხე და გრემი?

სანამ თეთნულდი მოჩანს

სანამ ვაპურებ თავთავს,

სანამ იმედის ბოღჩა

მძინარეს მიდევს თავთან.

სანამ ცინცხალა წყალში

ვიჭერ ჭანარს და კალმახს,

სანამ ჯერ კიდევ ბავშვი

მივყვები გულის კარნახს,

ვერ გადავლახავ განა -

შურის და მტრობის სამანს,

დიდო ალაზნის ჭალავ,

მეიმედები სანამ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ