კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:23

 

 

 

ჩამოითოვლე, გაგიცვდა ჯანი,

გაცივდა გული - ვარვარა ქურა,

გაცვივდნენ წლები და დადგა ჟამი

ვეღარ აჭენებ სიზმარშიც ქურანს.

დადგა დრო, როცა დღეებს გარდასულს

მოგონებების საბანში ფუთნი,

როცა სიცოცხლე გსურს და არა გსურს,

ზურგზე გკიდია ათასი ფუთი.

დადგა დრო, იმედს

გაუჩნდა ბზარი,

და იმედები არ გამშვიდებენ,

გიხმობს და გიხმობს

მწუხარე ზარი

ძელ მეგობართა პანაშვიდებზე.

დადგა დრო, როცა დამშრალი სურა,

გვალვიან წყურვილს

ვერავის უცხრობ,

როცა წინაპრის უნაზეს სურათს,

მხოლოდ შენ ერთი

არა თვლი უცხოდ.

დადგა დრომ როცა საფლავის ლოდის,

ერთი შეხევაც განიჭებს შვებას,

როდესაც, შენთან არავინ მოდის,

რადგან არაფერს

ელიან შენგან.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ