კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:45

 

 

 

მიცქერ,

ღუღუნებ მტრედის ხუნდივით,

მალე დაიწყებ ტიტინს,

და აფრინდება ჩემი ბუდიდან

ერთიც - 

ხატულა ჩიტი.

ძველი სკივრიდან ზღაპრებს ვალაგებ,

სულ ოქრომკედით წერილს - 

ჩემი ბავშვობის ცისფერ ქალაქებს

შენ დაუბრუნე ფერი.

ჯადოსნურ ბაღში

ლურჯი ფასკუნჯი

ისევ მღერის და გალობს

და ქვაფენილზე,

ქუჩის ხმაურში

ჭინკებს ჩაუდგამთ კალო.

ითბობს ფერია

ყაყაჩოს შუქზე

ცვარს გალუმპულ ხელებს,

ქონდრისკაცებმა ჩაბერეს ბუკებს,

ტყiდან მოუხმეს ბელებს.

დაწკრიალებენ სკვერში ტიტები,

თუ ქარი არხევს ეჟვნებს,

მე ცისარტყელას კაბით ვირთვები,

მოგდევ მხიარულ გზებზე.

ზედ მახტებიან ათინათები -

მზის ბაჭიები ცქნაფა,

მეფერებიან თეთრი თათებით

მიმომიჩითეს კაბა.

მხრებზე მასხედან ჭრელი ჩიტები -

ფერად მოვიდა შინდი...

ვიღაც მეხება ცივი თითებით -

ჩიტებს რა ფასში ყიდით?

თითქოსდა შუბლზე დამასვეს კოპი

გახევებული ვდგევარ,

ეჰ, ზამთარსიაც არ იშლის ზოგი

ყიდვა-გაყიდვის ჩვევას.

- არ იყიდება, ჩემო ბატონო,

თუ გსურთ, ინებეთ - ვჩუქნი,

და ცისფერ ქალაქს მაინც არ ვტოვებ,

მოგდევ ფერადი ქუჩით.

ძველი სკივრიდან ზღაპრებს ვალაგებ

სულ ოქრომკედით წერილს - 

ჩემი ბავშვობის ცისფერ ქალაქებს

შენ დაუბრუნე ფერი.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ