სიყვარული! ცალმხრივი? - ნაღდი სიყვარულია! - მოზიარე არა გყავს - შენი სიყვარულია... სიყვარულზეც მეტია! - რა იქნებოდა ჩემი სიცოცხლე და ცხოვრება - მე რომ ის ღამეები ტანჯვაში არ მეთია... ერთ გულში ჩაეტია! ისე, ერთგულებითაც სხვაზე ბევრად მეტია! იმ ორის სიყვარულზე ორჯერ უფრო მეტია! - რა სახსენებელია ნესტანი და მედეა... გაუმართლა ამ მხრივაც! - ვისაც ცალმხრივად უყვარს, ან ვინც უყვართ ცალმხრივად... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |