ეს ტყვე, ეს მდინარე, ალეწილი მთები, ეს ვერხვი მტირალა და ეს ნაპრალები, ეს ფიჭვი ნაზარდა, მთა - ველური დევი მისთვის შემიყვარდა, მიტომ მივენდევი, შენს თავს მაგონებენ მცირე წვრილმანებში, ფიქრნი მაღონებენ გაძევებულს ტყეში. მინდა დაგივიწყო, არ ხერხდება... არა, სადაც უნდა ვიყო, დამდევ მაწანწალა. მხოლოდ მთებში ვპოვე ფიქრთა დასაკეცი, რისთვის მიმატოვე, რისთვის გამექეცი? |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |