კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:31

 

 

 

სარკმელი საღამომ და ფარდამ დაბურდა,

სანთელი მბჟუტავი მთლად გაუდაბურდა -

მას შემდეგ რაც შენი სახება ბინდბუნდზე

სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.

კისკისი, მგზნებარე ცრემლები მდუღარე,

იმ გენიალური ბრწყინვალე, მწუხარე

თვალების ნათება, იდეა მქუხარე,

სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.

იმ გენიალური თვალებით დიადით,

რაითაც ცოცხალი ხდებოდა წყვდიადი,

ისე ვით, შორს სადღაც იელვებს სიათი,

სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.

მგონია, იმ თვალთა გაქრობას ავი და

მწუხარე სიმღერაც თან წაჰყვა ზვავითა,

თვით ჩემი სიცოცხლეც იმ გზებით წავიდა:

სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ