სულს ბორკილები რისთვის დაადე? რად შემჭერ ფრთები, კაეშნის ბადე? სტირიან მთები.. მოსთქვამენ ფრთები.. გეძახი: ვკვდები... გამომეცხადე! ფრქვეული ცამდე, გაჰქრა ფარული ცის სიდიადე. აღმეძრა წყლული, სევდით მოკლული, ატირდა გული: გამომეცხადე! რად გამიხადე? სულს მოსვენება რისთვის უქადე? შავ ფიქრთა კრება კვლავ აღარ ცხრება და გევედრება: გამომეცხადე! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |