ო, მე არც თუ ისე ცუდად ვარ მოსილი, დავდივარ ქუჩაში, დავდივარ მძიმედ და... შემხვდება ვიღაცა მთლად ჩამოძონძილი და დამცინავად გაეღიმება. დავდივარ ქუჩაში, დავდივარ მძიმედ და... ჩემზე უარესნი დამინახავენ და დამცინავად გაეღიმებათ... დავდივარ ქუჩაში, დავდივარ მძიმედ და... შემხვდება ვიღაცა - მთლად სიცარიელე და დამცინავად გაეღიმება. ვიცოდე ნეტავ? რამ დაგაბრმავათ? იმან, რომ მხედავთ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ჩანტლაძის პოეზია |