კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 03:51

 

 

 

გულანშარო, გულანშარო, - სამეფოო ვაჭართა...

ყველა ქალმა ჩაიარა, - ნესტანი კი არ ჩანდა.

ვინახულე ნავსადგური, - ყველა გემის ბაქანი,

ყველა ბაზრის დუქანი და ყველა საქულბაქონი.

ლხინი იყო, - ამოჰქონდათ ლოთებს სიტყვა გულიდან:

ზოგი ღვინით მთვრალი იყო, ზოგი - სიყვარულითა.

გლოვა მესმა, - ალბათ სადმე აზიელნი მღეროდნენ:

უმღეროდნენ ტანად ალვას, ქალას - არა ცეროდენს.

უმღეროდნენ და მღეროდნენ ასე გულდამწვარები: -

გულანშაროს ეწვიაო ანგელოსი ყარიბი.

მეფის კარზე მიიყვანეს, მეფისავე ბრძანებით;

მეფის კარის ფატმანები გახდნენ ნაფატმანები.

გაიოცეს, არ იცოდნენ, ასე თუ რამ დალოცა,

გააოცა მეფეცა და მთელი გულანშაროცა.

შემდეგ თურმე უჩინარი სადღაც გაპარულიყო...

დაეძებდნენ, დაეძებდნენ, როგორც ჩვენში სულიკოს.

გულანშარო, გულანშარო, - სამეფოო ვაჭართა...

ყველა ქალი ვიხილე და ნესტანი კი არ ჩანდა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შოთა ჩანტლაძე  • • •   შოთა ჩანტლაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ