გამოზრდილი ლეღვის რძით და მაწვნითა და დოთი - შრიალებდა გაზაფხულის ბიჭუკელა ტოტი! სამეგრელოს სანახებში გაჰკიოდა ჭოტი! - ხმა არ ეყო - ვერ აეღო უმაღლესი ნოტი. ჯერ - დარეცხა ჩანჩქერები საპნითა და სოდით, მერე - სულ დააუთოვა ვარვარა უთოთი! შრიალებდა, შრიალებდა ვარდობისთვის ტოტი: - გეხვეწები, გევედრები, გელოდები - მოდი... მომღერალი, მოცინარი, მოტირალი, მოტი... მოტირალი, მომღერალი, მოტიტინე, მოტი... შრიალებდა, შრიალებდა, შრიალებდა ტოტი: გელოდები... გეხვეწები... გევედრები... მოდი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |