გადასძახის ქუჩა ქუჩას, ხიდი ხიდს და დაბა დაბას: ულოცავენ ერთმანეთს დიდი ბიჭის დაბადებას! ულოცავენ ერთმანეთს ძმები ძმების, დები დების, დები, ძმების ნატრულები, დღეს, იმ ბიჭის დაბადების! უსურვებენ კაი დღის და კაი ღამის დაბედებას, ულოცავენ ერთმანეთს ლომის - მხსნელის - დაბადებას! მიუჩოჩეს კუნძი კუნძს და კეცი კეცს და ტაფა ტაფას: მწვადებს წვავენ, მილოცავენ მეც მესიის დაბადებას! მოელიან მზე-ბატონის მშვილდოსანში დაბუდებას! - მშვილდოსანი დაერქმევა მის დღეს - მის დიდ დაბადებას! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |