კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:30

 

 

 

თუ სუფრაზე ვარგა ღვინო,

და სუფრასთან - კაცად კაცი,

თუ ბუხარიც გუზგუზებს და

ცეცხლს გაუდის ტკაცატკუცი,

თუ კეცებზე კეცები დევს

და ხურდება კეცით კეცი,

მაშინ არის ბედნიერი

გულით - გული,

კაცით - კაცი!

თუ სუფრასთან ვარგა ქალი

და სუფრაზე მისი მხალი,

ვარგა მაზლი, ვარგა ქვისლი,

ვარგა სიძე, ვარგა რძალი,

თუ კისკისებთ, ბუხრიდან რომ

გავარდება ნაპერწკალი,

მაშინ არის ბედნიერი

ქალით - კაცი,

კაცით - ქალი!

ხაპი იხარშება ქვაბში,

წითლად იღველფება კუნძი.

ისმის ფიქრის, ისმის წიფლის,

ისმის იფნის ტკაცატკუცი!

"არ მივდივარ! - სამუდამოდ

უნდა დავრჩე ამ სადგურში!" -

და იზრდება ბავშვობისთვის

დარდი ერთიასად გულში...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ