კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 05:16

 

 

 

თმაში დარდი და იარა

თოვლად დნება უკვე, -

წითელ შუქზე გაიარა

ჩემმა სიჭაბუკემ.

რაც ძნელია, ადვილია,

იფანტება მტვერი, -

ვატყობ აირ-დაირია

ყველგან ყველაფერი.

ცა ბორბლებში მივარდება,

შუბლით ვამსხვრევ სარკმელს,

შანდლოვანი დიადემა

სანთელ-სანთელ მაკმევს.

მე თუ რაღაც მეკითხება,

მე არ დამდოთ ბრალი, -

"ცოცხალი ხარ?" - მეკითხება

ჩემი ჭმუნვით მთვრალი.

იქნებ დრესასწაულია,

დუღს სინათლის ლავა, -

წითელ შუქზე გაუვლია

ჩემს სიყვარულს კვლავაც.

ვიღაც მომდევს, რატომ მომდევს,

არაფერი მესმის, -

ინანიებს კვნესით ცოდვებს

უცოდველი ლექსი.

დრო მსიერი ნადირია

ბდღვანაში გვატანს გემოს, -

წითელ შუქზე გაგივლია,

ოცნებაო ჩემო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ