კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 05:13

 

 

 

კმევა-გუნდრუკი გახშირდა,

უნდა იფრინო ისრად, -

ლექსო, რად გინდა ტაში და

თავის კანტური მტრისა.

მზე დაღლილია სირბილით,

წყდება მიმწუხრთან დავა, -

სიცოცხლე, მერე სიკვდილი,

მერე სიცოცხლე კვლავაც.

რად გინდა, რაში გჭირდება,

იყოს, თაროზეც იდოს

შურით ნათითხნი დიდება,

ღვარძლით ნაშოვნი ჯილდო.

არ ახალია, ძველია,

ვერც ვინ წარგტაცებს ღრენით,

ის, რაც ყოველთვის შენია

და რაც არ არის შენი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ