ნუ... ნუ... ნუ მეტყვი, რამდენი დამრჩა ლურჯ ბილიკებზე საფრენ-სარბენი, განა მინდვრებში ყაყაჩოდ არ ჩანს სისხლი, გულიდან გადმონადენი?! ახლა კი... ნუ... ნუ... ნუ შემიცოდებ! მე შენ სამდურავს არ გაგაგონებ - შემომიწირავს შენთვის სიცოცხლე! და შენთან მორცხვად მიტომ მოვედი, ღვთის ნაფეხურებს მწვანე ბალახში მეგონა, შენი მადლით ვპოვებდი... მე არ მადარდებს, თავს დამჟივიან მინდვრის ჩიტები. ვწირავ ხორცსა და სულს შენ გაბარებ, თითქოს დაჭრილი მკლავზე გიკვდები. შენს თეთრ ხელებზე და ბალახებით მიხვევ იარებს, თითქოს ვიწვოდე საკურთხეველზე, მანთებ კოცონად და მაბრიალებ! წაიღე სული ამის სანაცვლოდ. მე შენს უსახო ხატს ვაღმერთებდი და ღმერთის ხილვა უნდა მაცალო!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |