კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:29

 

 

 

ცა როა ლურჯი,

დღე როა მშვიდი, -

ამაში ხელი ურევია მწვანე ბალახის...

მამის საფლავზე -

ასკილის რტო ტკარცალებს წითლად,

დედის საფლავზე -

იღიმება ყვითელი შინდი...

და მერე თეთრი რომ ელავს დილა -

ეს მზე რომ არა,

ეს ცა რომ არა,

სასწაულს ამდენს როგორ ვნახავდი?!

რომ არა ეს მზე,

რომ არა ეს ცა,

რომ არა შენი მართალი ხელი,

რომელიც ჩემი მამულის მწეა,

რომლისგან ღალატს აროდეს ველი, -

ვინ მაღირსებდა

მე ამ სინათლეს,

რომელშიც ხელი ურევია მწვანე ბალახის,

რომლის უნათლეს

არა არს ქვეყნად,

რომ არა ეს მზე,

რომ არა ეს ცა,

როგორ ვნახავდი?!

რაც მაღორძინებს, 

რაც მახარებს,

რაც მაძლებინებს,

ეს შენა ხარ,

შენ ხარ,

უხილავო სისხლო ცხელი მზის,

და ნუთუ წამით ეჭვდება ვინმე,

ნათელი შენი -

ქვეყნის მხსნელი

და ჩემი შემწე - 

ჩემს გულში მიწყივ

უცოდველი ჩიტივით არ ზის?!

ეს შენა ხარ,

შენ ხარ,

ხატკეთილი სახე ნათლისა,

შუბლს რომ გადაგდის

მადლი შრომის მამულის მწედა,

აყვავებული ვაზის ტოტი,

ფერი ქართლისა,

ხელდაწიფული,

ჭირთა მთმენი,

მზრუნველი დედა...

მე შენს სულს

უკვდავს ვეძახი ვენახს,

ნაშენს ამ ჩემი მართალი ხელით,

ოღონდ 

შენ მიწყივ მეყოლე მხნედა,

მე თუნდაც სიმწრის მადინე ცრემლი,

მიმიღე შენი შვილების მწედა

და ღალატს ჩემგან ნუროდეს ელი!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ