კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:35

 

 

 

ღიმილს რატომ მიძვირებ,

რად მკლავ ასე უწყალოდ?

შვებით ვეღარ ვიძინებ,

ვეღარც ჩიტებს ვუგალობ!

მოდი, ნუღარ იმორცხვებ,

მოშრიალდი ჩემამდე,

შენგან მიყვარს სიცოცხლე,

შენგან, შენი კვნესამე!

ავედევნოთ ჩიორებს

ქართლში, როგორც შურდული,

ვიგრძნოთ მთების სიშორე,

ტირიფების ჩურჩული.

მოდი, თუ აინთები,

ჩემთვის თეთრი ასული, -

მე პოეტი ვიქნები

შენი კარგი მამულის!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ