კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 20:10

 

 

 

წინ, გაბედულად, დრო არის მკაცრი,

არ უნდა იყო კაცი მედროვე,

უნდა იბრძოდე თუ ხარ ვაჟკაცი

და შენს უფელბას ბრძოლაში ჰპოვებ!

დაძლიე ვნება თუ გქონდეს ოდეს,

ყოველ დღეს რამე შემატე ცოტა...

იყო ქვეყნად და არ არსებობდე,

ეს არის კაცის პირველი ცოდვა.

ჩვენამდე იყო აშენებული

იყალთო - ჩვენი გონების თვალი,

ბევრჯერ ვყოფილვართ მტრისგან ვნებული,

მიწას რომ ვხნავდით, წელს გვერტყა ხმალი...

მაგრამ დღეს ჩვენი ხელით ავაგეთ -

სასახლეები ცათაბჯენილი,

დიდი ხრამები ვაქციეთ ვაკედ

და დღეს იქ ლაღად ღელავს ჯეჯილი!

და მიდის ასე წუთისოფელი,

ვარდით არ არის გზა მოფენილი,

თუ შრომობ - დიდად ხარ ბედნიერი

და თუ არ შრომობ - ხარ მოწყენილი.

წინ, გაბედულად, დრო არის მკაცრი,

არ უნდა იყო კაცი მედროვე,

უნდა იბრძოდე თუ ხარ ვაჟკაცი

და შენს უფლებას ბრძოლაში ჰპოვებ!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ