კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 20:24

 

 

 

მოდი, ჩემო მშვენიერო,

აქ ვარ შენი შევარდენი...

თავი მივდოთ შენს კალთაზე

და დავატკბოთ თვალნი ჩვენი.

ახლაც ხშირად მაგონდები,

თუმცა დრომ კი გაიარა,

აღარ მიდის, აღარ ქრება,

არც ცრემლი და არც იარა...

იცი როგორ ძნელი არის,

ეს უძილო თეთრი ღამე,

არ მშორდება მწუხარების

თვალზე ცრემლი მოკამკამე...

მაგონდება ის დრო ტკბილი,

როცა ვქროდით მინდვრად ორი,

უკან პეპლებს რომ დავდევდით

და ვიჭერდით როგორც ქორი.

ვიჭერდით და კვლავ ვუშვებდით

თავისუფლად ბუჩქებს შორის...

ახალ მხოლოდ ესღა დაგვრჩა - 

ფიქრი ტკბილად მოსაგონი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ