მესმის სიცოცხლის მძაფრი ძახილი ჰყვავის მიდამო, ლამაზი მთები, მე კი ჩავაგე ჩემი მახვილი, როგორც არწივმა დავკეცე ფრთები. მე თვითონ ვიცი ჩემი ხმის ფასი... სიტყვა მწველით და სიტყვა მახვილით - სულ მუდამ სავსე მეჭირა თასი. სიყვარულის და ნუგეშის ხმები, ცოტა მაცალე ხანმოკლე დროო, გამგზავრების წინ დავკეცო ფრთები... რომ კვლავაც იყოს სამობლო ჩემი - სიცოცხლით სავსე, ყოველმხრივ წმინდა, არ დანამოდეს თვალები ცრემლით... არ ვიცი რატომ არ ვიცი საით, დაუსრულებელ არ ყოფნის გზაზე - ვხედავ შავწერტილს ფათერაკსავით. იცხო სრულიად, გაშლილი თმებით... მეძახის - რატომ ჩააგე ხმალი, არწივმა როგორ დაკეცე ფრთები! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |