წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 15 მარტი 2025 00:31

 

 

 

ამომავალო მზეო ქვეყნისა -

ვხარობ და ვტკბები შენი ყურებით

რადგან ამოსვლა შენი მეღირსა,

ჩასვლაზეც აღარ დაგემდურები.

მუდამ სინათლის ვიყავ ტრფიალი,

შენი სხივებით ქვებიც თბებიან,

შენს ირგვლივ ლაღად მოხეტიალე,

მთვარე და ცელქი ვარსკვლავებია.

მეც შენებრ ვიწვი, გიზგიზებს გულში,

სიყვარულისგან ნატყორცნი ცეცხლი,

იგი არავის არაფერს უშლის,

ისე ვით ცაში გაფრენა მერცხლის.

მაგრამ არსებობს ხანგრძლივად განა,

ტრფობის მგზნებარე ნიშატი ტკბილი,

ამაზე გოდებს მთელი ქვეყანა,

უკარგავს ძალას ღვთაებრივ ღიმილს.

და მაინც, შენით სულდგმულობს ყველა -

რაც ჩანს და არც ჩანს  არსი ყოველი, 

ყინული მთაში, ყვავილი ველად

და უკმარობის გრძნობა ცხოველი.

ღმერთმა ნურასდროს ნუ მოგვიშალოს,

შენი სითბო და შენი ალერსი,

შენი თვალების ცქერა უბრალო,

სახეზე კოცნა უმხურვალესი.

შენ რომ ჩადიხარ, მწვავს აგონია,

გულშიც წვას იყებს ერთი კუნჭული,

და მენანება, ასე მგონია -

კვდება ქვეყანა თვადახუჭული!


მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ