თვლემენ სანთლები, ისმის გალობა, მძიმე ლოდინში ჩამოდნა ღამე, იქნებ განქარდეს გარდუვალობა, იქნებ განწირულს მეშველოს რამე! არც ხმა, არც დიდი ქუხილი თქეშით, ასე მგონია მარტოდ შეველი ბედით განკუთვნილ ბნელ სავანეში. აღარ ვგრძნობ სისხლის მოწოლილ ჩქერებს... ო, რა მოძრავი კაცი ვიყავი და აქ უძრავად რა გამაჩერებს! ნიავიც არ ჰქრის, ირგვლივ ღამეა, და ამ უდაბურ სიჩუმის იქით, არც ხმა, არც ტანჯვა, არც სიამეა! თავშესაქცევად ის მინდა მქონდეს ვეწამო, მაგრამ გაყინულ გულზე არყოფნის ნისლი არ დაგიგროვდეს. არც დიდი ტანჯვა, არც დიდი გეში, განწირულ დღეთა სისხლით ნაფერი გრძნობა დამწვარი სიმწუხარეში! სიცოცხლე მოკლე და ულმობელი - და თუ მომეცი რაღას მართმედი, უკან რად მიგაქვს ნაწყალობევი! ხალისის ნაცვლად გვიტოვებ გლოვას, ასი წლის შემდეგ ამ ჩემს საფლავზე თვალცრემლიანი არავინ მოვა. ზამთარში ისევ იფეთქებს თოვა, მიივიწყებენ ძველ ტკივილს, რადგან სუყველაფერის მკურნალი დროა. ნათელ ფერებში შავ ფერსაც აქსოვს, მკვდარი ხარ? აბა ვის რად ჭირდები, ხშირად ცოცხლებიც არავის ახსოვს. მტვერით აკლდამა, ხავსით ბილიკი და მხოლოდ ერთხელ გრანიტის ქვაზე შეშინებული გადირბენს ხვლიკი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |