კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:49

 

 

 

დილის სალამს მოგილოცავ,

თუ არა გწყინს, მომცემ ნებას,

თუ შენს სახეს ვერ ვიხილავ,

რაში ვაქნევ გათენებას.

მე უშენოდ არც იქ შევალ,

გინდ მიღონ სამოთხის კარიც,

მიწის ზემოდან ჩემი ხარ

და მიწის ქვეშ მეგობარიც.

ღმერთად, ხატად, სალოცავად

ამ ქვეყანას შენა მწამხარ,

მომკლავ, დამწვავ, ეგ შენ იცი,

მე კი გეტყვი, რომ მიყვარხარ.

მკლავებს დამჭრი, თვალებს დამთხრი,

გინდ მომაჭერ პირში ენა,

რაც გსურს მიყავ, კარგად იყავ,

მხოლოდ იცოცხლევი შენა.

პირის ფარდა ამიხდია,

სწორედ ნახე ჩემი სახე,

შვიდი წელი შენი ცეცხლი

გულში ჩუმად შევინახე.

მეფე იყავ, ტყვედ ჩამთვალე,

კმარა, კარი გამიღევი,

შვიდი წელი ტყვედა გყავარ,

მანიფესტი გაიღევი.

მე რაში ვარ დამნაშავე,

სიყვარულის გამჩენს ჰკითხე,

იეთიმ-გურჯი გენაცვალოს,

მიხვდი, რიგზე წაიკითხე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ