ვკოცნიდი ვნების სხვა გამძაფრებით, შენი ტანიდან ავარდნილ სურნელს, კისერს, მოქსოვილს ცისფერ ძაფებით, თვალებს ლურჯსა და საყვარლად სულელს. თუმც ტელეფონის ჟინიან ნებით, მახსოვს მუსიკა გია ყანჩელის, კინოფილმიდან „ცისფერი მთები“. აცეკვდნენ შუბლზე წვეთები ოფლის, რეკავდა, ვისაც ჰქონდა უფლება შენი ძებნისა და შენთან ყოფნის. ეძებდი ქოშებს, ყელსაბამს, ჩანთას... გული კი... გული იმ სიჩქარეში, როგორც ყოველთვის, კვლავ ჩემთან დაგრჩა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ედუარდ უგულავას პოეზია |