კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:41

 

 

 

გულით სიმღერა მწადიან,

ენა შამფურს ამიგია,

მინდა ვთქვა და ვერა ვბედავ,

ვერაფერი გამიგია.

გული ვმღერი საიდუმლოდ,

პირი კი ვერ გამიღია,

მევე ვწერ და მე ვკითხულობ,

მელნად ცრემლი ამიღია.

ქვეყნად ჩემთვის ყველა ბნელა,

არაფერი მიხარიან,

რა წამალიც მოვინდომე,

ის ექიმნი არ არიან.

მხოლოდ ორნი ვართ სოფელში,

სასაფლაოს ქვებსა ვგავართ,

ვერც ვუბედავ, ვერც მიბედავს,

ორნივ უთქმელადა ვდგავართ.

ხან ორივეს გვეცინება,

პირად რო შავხვდებით როცა,

იეთიმ-გურჯსა მე ის მიკვირს -

არ ვიცი, ვინ შაგვილოცა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ