კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:56

 

 

 

ერთი ჩიტი მამიფრინდა,

არ ვიცი, რად მამიგონა,

იმ დღის სახელი დავარქვი,

ვუძახოდი თამრიკონა.

ჩემთან გალობა დაიწყო,

შავატყე რო მამიწონა,

ღმერთისავით ვდარაჯობდი,

არ წამსვლიყო თამრიკონა.

სუფრის თავში ისა მყავდა,

როგორც მაზა ვარდის კონა,

ჩემსა ხატად ვლოცულობდი,

არ გამიწყრეს თამრიკონა.

ერთი კვირა მეჭიკჭიკა,

ტკბილად თავი მამიქონა

სიყვარული გულს ჩამიგდო

და გაფრინდა თამრიკონა.

აღარა ვარ კაცი ჭკვაზე,

იეთიმს გული დამიღონა,

რად მეჩვენე, რისთვის წახველ,

სირცხვილი შენ, თამრიკონა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ