სიმღერების გამჩენი, გეტყვით, გამაიცანით, საქართველოს მგოსანი იეთიმ-გურჯი იცანით. რაც რომ გულით გინდოდეს, იეთიმ-გურჯი დაგიწერს. ვინც რომ გულით გიყვარდეს, მის კალამი მოგიყვანს. სხაგან აღარ ეძებოთ, ჰპოვეთ გურჯი-ეთიმი. მარტო წამალს იშოვი იეთიმ-გურჯის სტამბაში. ვისაც სიმღერა გინდათ, იეთიმ გურჯი გასწავლით. თუ ქეიფი მოგინდეთ, წადით იეთიმ ძმასთანა. რუსთაველის შვილობილს იეთიმ-გურჯი ჰქვიანო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია |