ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო, შემოხვეულნო შუქთა ბადრებით, - ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ, ან უცხოეთში რად მენატრებით? და შემოდგომის მკრთალი ბლონდები? მე, უთვისტომო და გარეწარი, თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები. ლოცვა ბავშური, ფერი გედური, ეხლა რად მესმის შრიალი თქვენი, როგორც ტირილი და საყვედური? |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |