კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:48

 

 

 

ბრმას რად უნდა მუზემში შაყვანა,

ყრუს რად უნდა ოპერაში წაყვანა,

ღორს რად უნდა ოქროს ტახტზე აყვანა,

ვირს რად უნდა სეინებში გაყვანა.

ყვავს რად უნდა მოქარგული გალია,

ინდაურსა კიდევ ოქროს ნალია,

ჯორს მიეცი ბრილიანტის თვალია,

ქანქაჩ თათარს გიმნაზისტკა ქალია.

მონოგრამით მორთე ღორის თავია,

ვარდის წალკოტს რაში აქნევს ყვავია,

მკვდარს რად უნდა ბოზმაში და ფლავია,

სამოვარში რას ივარგებს ნავია.

სპილოს მიეც დავითნი, სახარება,

მოუხდება აქლემს ქოლგის ტარება,

ანუ კამბეჩს ცხელ წყალშია ბანება,

მაიმუნი ქალად რას ემგვანება.

ძუნწს რად უნდა ლხინი-მხიარულება,

გიჟს რად უნდა თავზე ქუდის ხურება,

დათვს რად უნდა სარკეში შაყურება,

მგელს მუსიკის ჰიმნის რას ეყურება.

ღორს დაუდგი სუფრად ოქროს თასია,

სულელისთვის კონიაკიც კვასია,

კაცი ცოტა, ბრიყვები კი ასია,

ვინ რა იცის იეთიმ-გურჯის ფასია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ