კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:47

 

 

 

კაცობა ქუდში არ არი

ტვინი კიდე შარვალშია,

ზოგი კაცი რისთვის გაჩნდა,

არ იცის, წესი რაშია.

ზოგს ჰგონია ბრილიანტი

მოდის კუმისის ტბაშია,

ზოგიც იტყვის, მარიფათი

ხეებს ასხია მთაშია.

როცა მეგობარი გლოვობს,

იმას გაუდის ტანშია,

კაცობა, გამოცდილება

განა მეტი სწავლაშია,

სპილო კითხვას ვერ ისწავლის,

რამდენიც ურტყა თავშია,

კაცი უნდა მთვარეს ჰგავდეს,

ბნელი გვინათოს გზაშია.

მომაგონდა მეგობარი,

ვაჟკაცი ავლაბარშია,

ქოლგასავით თავზე ადგა

ტანჯულ მოძმეს ავდარშია,

ოქროსავით გამოდგება

ამხანაგთან ავკარგშია,

მოუშლელად ჩაიწერა

იეთიმ გურჯის დავთარშია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ