კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:51

 

 

 

ღმერთმა ჩემზე მოიცალა,

მცირე რამც არ მაპატია,

ყველას მისცა სიხარული,

მე კი - ერთი ნაბადია.

ჩემთვის კვირა არ თენდება,

ყოველი დღე შაბათია,

უპატრონოდ ვხეტიალობ,

ჩემი მოძმე ნაბადია.

ცოცხალი ვარ, ეკალს მესვი,

მკვდარს ვარდს ნუღარ დამადვია.

ზედ კუბოზედ დამაფარეთ,

ჩემი შავი ნაბადია.

ბედმა ქვეყნად ვერ მიპოვა,

მის ზღვაში ვერ ჩამატია,

ზამთარ-ზაფხულ მე მინახავს

ჩემი შავი ნაბადია.

იეთიმ-გურჯსა ამა სოფლად,

არაფერი აბადია,

ერთმანეთსა არ ვშორდებით

მე და ჩემი ნაბადია!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ