კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 02:01

 

 

 

უნდა ვიტირო, კიდეც ვიყვირო

ახალ გზაზედა,

შუა წყალში ვარ, ცეცხლის ალში ვარ,

არ ვარ ჭკვაზედა.

ექიმს ვთხოულობ, ვერა ვპოულობ

მიწა-ცაზედა,

ჩანგი გამიტყდა, სიმი დამიწყდა

სევდის თქმაზედა.

დროშა გლოვისა, საიათნოვისა

ვიღო ხელშია,

დავთმო წერანი, ვღვარო მელანი,

მოვწყდე ერშია.

შავად ვიქარგო და დავიკარგო

ამ სოფელშია,

რუსთაველივით, გავხდე ბერივით

მონასტერშია.

გამიცვდა გული, მიფრინავს სული,

ერთი მზისკენა,

ქვადა ქცეულა, ვერ მოქცეულა

ჩემი მზისკენა.

მე ვგალობ მასა, არ მოდის ჭკვასა,

მიდის სხვისკენა,

და იეთიმ გურჯს მხადა, მომამზადა

სამარისკენა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ