დაილოცოს გურჯისტანი, კაი შვილების მომყვანი, შენი გამზრდელი აკვანი, ვინც შეგიმკო კოხტა ტანი. რა თითებმა აგიყვანა? ცხონდეს მომნათლავიც თანა, კიდევ შობონ შენისთანა. მთლად შენ მოგცა სილამაზე, მარტო შენ ხარ მიწა-ცაზე მოჩვენება პლანეტაზე. ანგელოზი-მაღლა ცისა, თაიგული-სამოთხისა, ხელმწიფე ხარ ამქვეყნისა. ეგ ქოჩორი ოქროს-ფუნჯი, ნუ ხარ ქვიტკირისა ბურჯი, შეიბრალე იეთიმ-გურჯი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია |