კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 22:49

 

 

 

ყარაჩოხელ კაცმა შემქმნა,

ყარაჩოხლებმა გამზარდეს,

რაღად მინდა მე კალამი,

მათი ქებაც თუ დამზარდეს.

ვის უნახავს, წმინდა ოქრო

აბანოს წყალში გაშავდეს,

ანუ ფიჭვი და მუხის ხე

თიხის ქოთანში აყვავდეს!

ამხანაგის მოღალატეს

დამმარხველი არა ჰყავდეს,

ვინც პურ-მარილს დაივიწყებს,

სუფრაზე თვალთ დაუბრმავდეს.

იმას შვილად ვერ მივიღებ,

წინაპრების აკვანს სწვავდეს,

სირცხვილი იმ გუთნისდედას,

თავის მამის საფლავს ხნავდეს.

გატიალდეს ის წალკოტი,

ბულბული რომ გადაყვავდეს,

მაშინ მოკვდეს იეთიმ-გურჯი,

როცა ლექსი გაუთავდეს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ