მიდის, მიფრინავს წუთისოფელი, ბრუნავს ქვეყანა, ტრიალებს ჩარხი, მიჰქრის სიცოცხლე, მისდევს სიკვდილი, ათასნაირად ირევა ხალხი. საით გოდება, სად ჩანგის დაკვრა, სად ფუფუნება, ტკბილი ცხოვრება, სად გაჭირვება, სიკვდილის ნატვრა. ზოგან ცხედრისა სუდარით მკობა, ზოგან ქონების დაუთვლელობა, ზოგან შიმშილი და ღარიბობა. საით ტირილი, სად ქორწილია, სად მკვდარი მიჰყავთ, სად რძალი მოჰყავთ საით გლოვობენ და სად ლხინია. სიხარულს უკან დაჰყვება მწარე, მაშ, იეთიმ-გურჯო, შენც მოემზადე, ყველას მოგველის შავი სამარე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |